25 წლის ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ (+109 კგ.) მსოფლიო ჩემპიონის ტიტული ზედიზედ მესამედ მოიგო. ქართველმა გოლიათმა მორიგი ტრიუმფალური გამოსვლა თურქმენეთის ქალაქ აშხაბადში მიმდინარე ტურნირზე შემოგვთავაზა.
შეგახსენებთ, რომ ლაშამ უფროსებში მსოფლიო პირველობა პირველად 2015 წელს ამერიკულ ჰიუსტონში მოიპოვა, 2017-ში ანაჰაიმში იმარჯვა, ამასთან კი, ის მოქმედი ოლიმპიური და ბოლო 3 წლის ევროპის ჩემპიონი გახლავთ.
სასიხარულოა, რომ წარმატებულ ასპარეზობასთან ერთად, ტალახაძემ აშხაბადში მსოფლიო რეკორდების წვიმაც შემოგვთავაზა.
პირველ მოძრაობა ატაცში, ლაშა 207, 212 და 217 კგ-ს გაუმკლავდა და მისი ბოლო 2 მისვლა სწორედ რეკორდზე იყო. შედეგად, მან მე-2 ადგილზე გასულ სომეხ გორ მინასიანს 12 კგ-ით გაუსწრო, მცირე ბრინჯაო კი საქართველოს ნაკრების კაპიტან ირაკლი თურმანიძეს ერგო, რომელმაც ასევე სამივე ცდა (195, 200 და 203 კგ.) გამოიყენა.
ლაშა ასევე შეუდარებელი იყო აკვრაში, სადაც 245, 252 და 257-კილოგრამიანი შტანგა დასძლია და მსოფლიოს 3 რეკორდის მფლობელი გახდა.
ჯამში, ქართველმა გოლიათმა 474 კგ. მოაგროვა, ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და ვერცხლის მედალოსამ მინასიანს ერბაშად 24 კგ-ით გაუსწრო, ბრინჯაო კი უზბეკ რუსტამ ჯანბეგოვს (447 კგ.) ერგო.
ვთქვათ ისიც, რომ თურმანიძეს პირველი მოძრაობის მერე ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და აკვრისთვის ფიცარნაგზე აღარ გასულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჯაბა მაგარი ბიჭია ! ნამდვილად იმსახურებს უკეთეს კლუბს... მაგრამ ესეც კარგია
უკრაინის დონეს არ ვედრები, მაგრამ სადაც შერიფი გადის მესამედ, დინამო მეორედ ან დილა პირველად ვერ უნდა მოხვდენნ, ფუ ამის რა :@:@:@:@
ლამა80 , ბალამუთობ ... არ იქნებოდა ეგ ვოსკობოინოკოვი : დდ
დავაი კაია სანდრომ რო ითამაშა ამათვის ევროპა ლიგის ჯგუფური მაგარი იქნება კანკავას ნახავენ და კაი გუნდი აიყვანს
საღოლ ჯაბას
ერთ საინტერესო ფაქტს წავაწყდი ამ თამაშის მიმოხილვის კითხვისას..წაგებულ ესტონურ კლუბში აშკარად გამოირჩეოდა ვოსკობოინიკოვი
მეც ვნახე
ყოფილი დინამოელი 
რომელი დინამოელი ჩვენთან იყო თბილისში?
სადაც თავი არაფრით გამოურჩევია...