გამოცდილი იტალიელი სპეციალისტი კლაუდიო რანიერი შესაძლოა სამშობლოში დაბრუნდეს. Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, „ჯენოას“ ხელმძღვანელობა ივან იურიჩის მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელს ეძებს. გენუელები რანიერის კანდიდატურას განიხილავენ, რომელიც მიმდინარე სეზონში უმუშევარია.
კლაუდიო რანიერი ბოლოს ფრანგულ „ნანტს“ ედგა სათავეში, ხოლო იქამდე „ლესტერს“ ინგლისის ჩემპიონობა მოაპოვებინა.
აღსანიშნავია, რომ „ჯენოა“ იურიჩმა 1 თვის წინ ჩაიბარა, მაგრამ გუნდი წარუმატებლად თამაშობს და 11 ტურის შემდეგ მე-13 ადგილზეა.