კალათბურთი

11:27 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას 4 ქულა და "დეტროიტის" მე-6 გამარჯვება

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა „დეტროიტ პისტონსმა“, რომელმაც გასვლაზე „ატლანტა ჰოუქსი“ დაამარცხა - 124:109.

სტუმრები მთელი თამაშის განმავლობაში დამაჯერებლად იგებდნენ და მხოლოდ ბოლოში მოხერხედა ანგარიშის შემცირება. თუმცა, „ატლანტამ“ მარცხისგან თავი მაინც ვერ დაიძვრინა.

„დეტროიტის“ რიგებში ზაზა ფაჩულიამ 11:46 წუთი ითამაშა. ხსენებულ დროში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა 4ქულა, 6 მოხსნა და 2 ჩაჭრა შესძინა საკუთარ გუნდს. ზაზამ 3-დან 1 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, სამჯერ კი ბურთი მეტოქის ფარზე მოხსნა.

გამარჯვებულთა შორის საუკეთესოები ანდრე დრემონდი და სტენლი ჯონსონი იყვნენ, შესაბამსიად 23-22 ქულით.

„პისტონსს“ 11 მატჩში 6 გამარჯვების წილ 5 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს კი, 12 ნოემბერს, საკუთარ მოედანზე „შარლოტ ჰორნეტსთან“ ჩაატარებს.

0.15868