სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
სხვა

10:57 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

ბუდაპეშტში მიმდინარე სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ქართველი მოჭიდავე ნინო ოძელაშვილი მსოფლიო ჩემპიონი გახდა.

72 კილოგრამ წონითი კატეგორიის ფინალში ნინომ რუმინელი ლილიანა პოდელენჟკი დაამარცხა. ოძელაშვილი გახდა პირველი ქალი, რომელმაც სამბისტთა მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა.

ვაჟთა შეჯიბრზე კი ბრინჯაოს მედლები გივი ნადარეიშვილმა და პაატა ღვინიაშვილმა მოიპოვეს.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.114993