კალათბურთი

1:37 | 10.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენგელიას 15 ქულა და მარცხი “ფენერბაჰჩესთან”

ევროლიგის მე-6 ტურში თორნიკე შენგელიას “ბასკონიამ” სტამბულის “ფენერბაჰჩეს” უმასპინძლა და 72:74 დამარცხდა.
ქართველი კალათბურთელი სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 25:58 წუთში 15 ქულა, 5 მოხსნა (3 შეტევაში), 1 პასი და 3 ჩაჭრა მოაგროვა.

შენგელიამ 5-დან 4 ორქულიანი და 8-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, 3 სამქულიანი ააცილა, ბურთი 2-ჯერ დაკარგა, ამდენივე პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
შედეგად, თოკოს სარგებლიანობის კოეფიციენტი 22-ს გაუტოლდა და ის მხოლოდ თანაგუნდელ ილიმანე დიოპს ჩამორჩა, რომელმაც 17 ქულა და 6 მოხსნა მიითვალა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნატურალიზებულმა უკანახაზელმა მეტ ჯენინგმა ბასკონიელებს 24:08 წუთში 7 ქულა, 2 მოხსნა და 2 პასი შესძინა. აღსანიშნავია, რომ მან 4-ვე საჯარიმო გამოიყენა, თუმცა, 11-დან მხოლოდ 1 სამქულიანი ჩააგდო.
“ბასკონიას” ექვს მატჩში მხოლოდ 2 მოგება აქვს და სატურნირო ცხრილში მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო შეხვედრას კი 15 ნოემბერს, მონტენეგროში, აუტსაიდერ “ბუდუჩნოსტის” წინააღმდეგ გამართავს.

0.143885