ეროვნული ლიგის 32-ე ტურის სასტარტო შეხვედრა თბილისში გაიმართა, სადაც „რუსთავმა“ „სიონს“ უმასპინძლა. შეხვედრას უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან სხვაობა ორი ქულა იყო და სასწორზე პლეი-აუტისგან თავის დახსნა იდო.
ბოლო დროს „სიონი“ გადასარევ ფორმაშია და უკანასკნელ 4 შეხვედრაში 10 ქულა მოიპოვა. „რუსთავმა“ საპირწონდე - ერთი. ახლაც, ბოლნისელებმა იმძლავრეს და უშუალო კონკურენტი 3:0 დაამარცხეს.
შედეგად, დიდი ხნის პაუზის შემდეგ „სიონმა“ პლეი-აუტის ზონა დატოვა და ახლა იქ „რუსთავია“. სხვაობა ერთი ქულაა. წინ კიდევ 4-4 მატჩი დარჩათ გუნდებს ჩასატარებელი და გარკვეული ჯერაც არაფერია.
„რუსთავი“ – „სიონი“ 0:3 (0:1)
გოლები: 0:1 კოშკაძე (12), 0:2 კირკიტაძე (61), 0:3 დათუნაიშვილი (90)