ფეხბურთი

21:01 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიოვმა შემადგენლობა დაასახელა

გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა იოახიმ ლიოვმა ნოემბერში გასამართი მატჩებისთვის გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა. ბუნდესნაკრებს მომავალ შეხვედრებში ჟერომ ბოატენგი ვერ დაეხმარება, რომელმაც დასვენება მოითხოვა და სამწვრთნელო შტაბმა "ბაიერნის" ფეხბურთელს თხოვნა დაუკმაყოფილა. ასევე, ვერ ითამაშებს მარკ-ანდრე ტერ შტეგენი, რომელიც სარეაბილიტაციო პროცესს გადის.

გერმანია 15 ნოემბერს ამხანაგურ შეხვედრას რუსეთთან ლაიპციგში "რედ ბულ არენაზე" გამართავს, ხოლო 19 ნოემბერს ერთა ლიგაზე ჰოლანდიას გელზენკირხენში "ველტინს არენაზე" უმასპინძლებს.

გერმანიის ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ლიოვის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ბერნდ ლენო ("არსენალი"), კევინ ტრაპი (პსჟ);

მცველები: მატიას გინტერი ("გლადბახი"), იონას ჰექტორი ("კიოლნი"), მატს ჰუმელსი, ნიკლას ზიული (ორივე "ბაიერნი"), ტილო კერერი (პსჟ), ანტონიო რუდიგერი ("ჩელსი"), ნიკო შულცი ("ჰოფენჰაიმი"), იონათან ტა ("ლევერკუზენი");

ნახევარმცველები და თავდამსხმელები: იულიან ბრანდტი, კაი ჰავეცი ("ლევერკუზენი"), იულიან დრაქსლერი (პსჟ), სერჟ გნაბრი, ლეონ გორეცკა, იუზუა კიმიხი, ტომას მიულერი (ყველა "ბაიერნი"), ტონი კროოსი ("რეალი"), მარკო როისი ("დორტმუნდი"), სებასტიან რუდი, მარკ უტი (ორივე "შალკე"), ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტი"), ტიმო ვერნერი ("ლაიპციგი");

0.114703