ფეხბურთი

18:30 | 9.11.2018 | ნანახია 496 - ჯერ

იურგენ კლოპი: "შესაბამისი რეაგირება უნდა მოვახდინოთ"

ინგლისური „ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „ცრვენა ზვეზდასთან“ მარცხით მძიმე დარტყმა მიიღო და რეაბილიტაცია უნდა მოახერხოს.

თუმცა, გერმანელი ფიქრობს, რომ „ფულჰემთან“ გამარჯვება ადვილი არ იქნება:

„სამშაბათს მძიმე დარტყმა მივიღეთ, რომელიც მოულოდნელი იყო. შესაბამისად, რეაგირება უნდა მოვახერხოთ და ეჭვი არ მეპარება, რომ ასეც იქნება. ამბიციურები ვართ და გვინდა, ყველაფერი გავაკეთოთ, რაც შეგვიძლია. თუმცა, სხვა გუნდებსაც არ სძინავთ და ყველა სცდილობს პროგრესირებას.

„ფულჰემთან“ თუ ვინმე ელოდება ადვილ თამაშს, შეუძლია სახლში დარჩეს. რეაგირება საჭიროა, მაგრამ ეს სწორად უნდა გავაკეთოთ. „ფულჰემი“ ხარისხიანი გუნდია და პრობლემები „სიტისაც“ შეუქმნა.

ხალხი ამბობს, რომ ეს სეზონი წარმატებული მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, პრემიერლიგას თუ მოვგებთ. ჩვენ კი ყველა ტურნირში გამარჯვებას ვისახავთ მიზნად და ამისთვის ვიბრძვით. თუმცა, გვახსოვს ჩვენი კონკურენტებიც“, - აღნიშნა კლოპმა.

„ლივერპულისა“ და „ფულჰემის“ შეხვედრა 11 ნოემბერს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.142476
496