ფეხბურთი

16:49 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე კეინი გამოარჩიეს

უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურის საუკეთესო ფეხბურთელად ჰარი კეინი დასახელდა. ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდმა ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა მიიღო.

კეინმა მილან პავკოვს, რიად მაჰრეზსა და კარიმ ბენზემას კონკურენციაში გაიმარჯვა.

ინგლისელმა ფეხბურთელმა მეოთხე ტურში დუბლი შეასრულა და „ტოტენჰემს“ პსვ ეინდჰოვენის (2:1) დამარცხებაში დაეხმარა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110762