ფეხბურთი

14:30 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

სიურპრიზი ქართველ ქომაგებს: საქართველო - ყაზახეთზე დასასწრები ბილეთები სიმბოლურ ფასად იყიდება

უეფას ერთა ლიგის მეექვსე ტურის მატჩის, საქართველო - ყაზახეთის ბილეთების გაყიდვა ონლაინ რეჟიმში დღეიდან დაიწყო. აღსანიშნავია, რომ ბილეთის ფასი სიმბოლურად მხოლოდ 1 ლარი იქნება.

როგორც სფფ-ს პრესსამსახური გვამცნობს, აღნიშნული აქციის მიზანია, რომ ფეხბურთის გულშემატკივარს საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია მადლობა უხდის ეროვნული ნაკრების ქომაგობისთვის.

გარდა ამისა, სფფ ქომაგებს თხოვნით მიმართავს, რომ მატჩზე დასასწრებად თამაშის დაწყებამდე მივიდნენ, რადგან დაგეგმილია სხვა და სხვა აქტივობა სტადიონზე.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ყაზახეთს 19 ნოემბერს, „დინამო არენაზე“ უმასპინძლებს. იქამდე კი, ანდორას სტუმრად დაუპირისპირდება.

0.117742