ჭიდაობა

13:47 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუქარესტში 23-წლამდელთა მსოფლიო დაინომრება

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე 23-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სოსო ჯაბიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე დასაყენებელი შემადგენლობა დაასახელა. ამ ასაკობრივ ჯგუფში, 2018 წლის სეზონის უმთავრესი შეჯიბრება 12-14 ნოემბერს ბუქარესტი გაიმართება და მსოფლიოს ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდებიან.

საქართველოს ნაკრებს მონაწილე ათივე წონაში ეყოლება. განაცხადში არიან ნუგზარ წურწუმია (55 კგ), დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ზვიად პატარიძე (130 კგ), რომლებმაც ახლახან უფროსებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე იჭიდავეს. წურწუმია სულაც მსოფლიოს ბრინჯაოს პრიზიორის რანგში გავა რუმინულ ხალიჩაზე.

ბერძნულ-რომაული ჭიდაობა

საქართველოს ნაკრები:

55 კგ - ნუგზარ წურწუმია (ხობი)

60 კგ - დათო ჩხარტიშვილი (ოზურგეთი)

63 კგ - ლევან ქავჟარაძე (ოზურგეთი)

67 კგ - ოთარ აბულაძე (აჭარა)

72 კგ - რამაზ ზოიძე (აჭარა)

77 კგ - ბაკურ გოგოლი (თბილისი)

82 კგ - გელა ბოლქვაძე (აჭარა)

87 კგ - გურამ ხეცურიანი (ქუთაისი)

97 კგ - გიორგი მელია (სამტრედია)

130 კგ - ზვიად პატარიძე (ქუთაისი)

განრიგი

12 ნოემბერი

55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები - წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები

13 ნოემბერი

60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები - წინასწარი ეტაპის და ნახევარფინალური შეხვედრები

55, 63, 77, 87 და 130 კილოგრამი წონითი კატეგორიები - ფინალები

14 ნოემბერი

60, 67, 72, 82 და 97 კილოგრამი წონითი კატეგორიები – ფინალები

0.121028