ფეხბურთი

15:52 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

Football Leaks: „პსჟ აკადემიის ახალწვეულებს ეთნიკური ნიშნის მიხედვით არჩევდა“

Mediapart-ი Football Leaks-ზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ „პარი სენ-ჟერმენი“ თავისი აკადემიის ახალწვეულებს ეთნიკური ნიშნის მიხდვით არჩევდა. კლუბი სკაუტებს ავალებდა, პოტენციური მოსწავლის საბუთში ეთნიკური წარმომავლობა მიეთითებინათ. მაშინ, როცა, ფრანგული კანონმდებლობა კრძალავს სამსახურში ან სასწავლო დაწესებულებაში მიღებისას მსგავსი მონაცემების გამოყენებას.

წყაროს ცნობით, კანდიდატებს ოთხ კატეგორიად ყოფდნენ: „ფრანგი,“ „მაღრიბელი,“ „ვესტ-ინდოელი“ და „შავი აფრიკელი.“

აფრიკელ ბავშვებს განსაკუთრებით უჭირდათ აკადემიაში მოხვედრა, რადგან კლუბში დარწმუნებილი არ იყვნენ, რომ პასპორტში მითითებული თარიღი მათ რეალურ ასაკს შეეფერებოდა.

გუშინ პსჟ-ს ხელმძღვანელობამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და აღიარა მსგავსი ფაქტების არსებობა. თუმცა, იქვე დაამატა: ჩვენთვის ეს ამბავი დღემდე უცნობი იყოო.

თეგებიპსჟ
0.127112