სხვა

11:30 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ორი საერთაშორისო ტურნირი ტყვიის სროლაში

19-24 ნოემბერს ნინო სალუქვაძის ტირი ზედიზედ ორ ტრადიციულ საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში: შოთა ქველიაშვილის სახელობის თასსა და თბილისის საერთაშორისო ტურნირს.

საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის პრესსსამსახურის ცნობით, მასპინძლებთან ერთად, ტურნირში მონაწილეობას აზერბაიჯანისა და სომხეთის გუნდები მიიღებენ. ერთი წარმომადგენელი იქნება ბულგარეთიდანაც – ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი მარია გროზდევა.
შეჯიბრება ორ ასაკობრივ ჯგუფში ჩატარდება – უფროსებსა და ახალგაზრდებში როგორც – ქალებში, ასევე ვაჟებში.
19 ნოემბერი: ჩამოსვლის დღე
20 ნოემბერი: ოფიციალური ვარჯიში, მისროლა
21 ნოემბერი: ქველიაშვილის თასი (ორივე ასაკში)
22 ნოემბერი: ვარჯიშის დღე
23 ნოემბერი: თბილისის საერთაშორისო ტურნირი, პირადი პირველობა (ორივე ასაკში)
24 ნოემბერი: შერეული წყვილები, დაჯილდოება

0.107979