ფეხბურთი

9:51 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემერი: „უელბეკის ტრავმამ საღამო ჩაგვიმწარა“

ლონდონის „არსენალის“ მთავარმა მწვრთნელმა, უნაი ემერიმ, ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის, ლისაბონის „სპორტინგთან“ მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ ბედნიერია მისი გუნდის პლეი ოფში გასვლით. თუმცა, დანი უელბეკის ტრავმამ ყველას გაუფუჭა გუნება.

„პლეი ოფის საგზური გავინაღდეთ და ეს შესანიშნავია, მაგრამ უელბეკის ტრავმა დღევანდელი საღამოს ყველაზე საშინელი ამბავია. ის ჩინებულად ირჯებოდა, რამდენჯერმე გატანის შანსიც ჰქონდა. ამ ტრავმამ ფეხბურთელებზეც იმოქმედა. მათ დაინახეს, რომ დანი სერიოზულად დაშავდა. ასეთი რამ ყველას შეიძლება მოუვიდეს, ეს ჩვენი პროფესიის ნაწილია.

როცა თამაში დამთავრდა, ბიჭებმა პირველ რიგში უელკბეკის ამბავი იკითხეს. ის საავადმყოფოშია და ჯერჯერობით უცნობია, როგორ გრძნობს თავს. თუმცა, ვფიქრობთ, ტრავმა სერიოზულია“ - უთხრა ემერიმ კლუბის ოფიციალურ ვებ-გვერდს.

0.120374