„ინდიანა პეისერსის“ 24 წლის კალათბურთელი პოლ ჯორჯი იმედოვნებს, რომ გუნდს ფლეი ოფის პერიოდში მაინც დაუბრუნდება. აღნიშნულ ინფორმაცია პორტალი NBA.com ავრცელებს.
„შესაძლებელია ამ სეზონში ვითამაშო. ვესაუბრე ჩემს თანაგუნდელებს და ვუთხარი - ბიჭებო თქვენ უნდა გახვიდეთ ფლეი ოფში. ეს იქნება საუკეთესო საშუალება, რომ მომეცეს შანსი ამ სეზონში ვითამაშო“. - განაცხადა პოლ ჯორჯმა.
ამ ზაფხულს, პოლ ჯორჯმა მსოფლიო ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ მატჩში ფეხი მოიტეხა.
პოლ ჯორჯის ფეხის მოტეხვის ამსახველი კადრები
http://www.youtube.com/watch?v=Bd3B2DsHQTg