ფეხბურთი

9:03 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

7-მა გუნდმა ევროპა ლიგის პლეი ოფის საგზური ნაადრევად გაინაღდა

ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურმა, 7 გუნდი გამოავლინა, რომლებმაც ნაადრევად მოიპოვეს პლეი ოფის საგზური.

არ გამოვიდა ბრძოლა A ჯგუფში, რომელშიც „ციურიხმა“ და „ლევერკუზენმა“ 9-9 ქულა დააგროვეს და მეტოქეთათვის მიუღწეველნი გახდნენ. ისინი უკვე 1/16 ფინალში არიან.

D ჯგუფში ყველაზე ძლიერი ზაგრების „დინამო“ აღმოჩნდა. ხორვატებმა ოთხივე მატჩი მოიგეს და ღირსეულად დგანან პირველ ადგილზე.

E ჯგუფში ლონდონის „არსენალმა“ ლისაბონის „სპორტინგთან“ (0:0) პირველი ქულები დაკარგა, თუმცა მომდევნო ეტაპის საგზური მაინც გაინაღდა.

L ჯგუფში „ჩელსის“ ბორისოვოში ბატე-სთან გაუჭირდა, მაგრამ ოლივიე ჟირუს 53-ე წუთზე გატანილი გოლით 0:1 გაიმარჯვა და მეთექვსმეტედფინალშია. თუმცა, მაურიციო სარის შეგირდებს გაუმართლათ, მასპინძლებმა სამჯერ გაარტყეს ბურთი ძელს. ზაგრებელების არ იყოს, „ჩელსიმაც“ ოთხივე მატჩი მოიგო ჯგუფში.

H ჯგუფიდან მეთექვსმეტედფინალისტები ფრანკფურტის „აინტრახტი“ (ასევე მაქსიმალური ქულებით) და რომის „ლაციო“ გახდნენ. ამათ ჯგუფში ტურნირის შარშანდელი ფინალისტი, ფრანგული „მარსელი“ ჩატოვეს.

0.122454