ფეხბურთი

0:15 | 9.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა ინგლისში "მანჩესტერთან" ერთად ვერ გაფრინდა

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა ჩემპიონთა ლიგაზე, „იუვენტუსთან“ მატჩის შემდეგ ინგლისში გუნდთან ერთად ვერ გაფრინდა. იტალიური მედიიის ცნობით, ფრანგ ფეხბურთელს დაუგეგმავი დოპინგ კონტროლის გავლა მოუწია, რის გამოც აეროპორტში მისვლა დააგვიანდა.

შედეგად, „წითელმა ეშმაკებმა“ პოგბას ახალი ბილეთი უყიდეს და მანჩესტერში გულშემატივრებთან ერთად მოუწია დაბრუნება. შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში „იუნაიტედმა“ ტურინში პოლის ყოფილი გუნდი „იუვენტუსი“ (2:1) დაამარცხა.

ნამატჩევს პოგბამ ადგილობრივ მედიასთან კომენტარიც გააკეთა და აღნიშნა, რომ მისთვის ტურინში დაბრუნება განსაკუთრებული ემოცია იყო:

"აქ დაბრუნება განსაკუთრებულად ემოციური გახლდათ. მეტოქე გუნდის გასახდელში შესვლისას უცნაური გრძნობა დამეუფლა, მინდოდა "იუვეს" გასახდელში შევსულიყავი. დაბრუნება? - ვნახოთ, ამჟამად "მანჩესტერში" ბედნიერი ვარ", - თქვა პოგბამ.

0.17813