ფეხბურთი

22:38 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ესპანელი ფეხბურთელი 25 -მატჩიანი დისკვალიფიკაციით დაისაჯა

წარმოუდგენელია, მაგრამ ეს სიმართლეა - ესპანეთში ფეხბურთელს 25-მატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. ეს არის დანი გომესი, რომელიც ესპანეთის ქვედა ლიგის ბინადარ „აიამონტეს“ ღირსებას იცავს.

დანი გომესი ბოლო ტურში „ლოს როსალესის“ წინააღდეგ თამაშობდა და საკუთარ თავზე კონტროლი დაკარგა. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, მატჩის მსაჯსა და მის ასისტენტებს ფიზიკურად გაუსწორდა.

გადაწყვეტილების თანახმად, დანი გომესის გარდა დაისაჯა „აიამონტე“, რომელსაც სატურნირო ცხრილში 1 ქულა ჩამოაკლდა.

აღსანიშნავია, რომ ესპანელი ფეხბურთელისთვის ეს სეზონი დასრულდა, რადგან მიმდინარე სეზონში 22 თამაშია დარჩენილი. შესაბამისად, მომდევნო სეზონის საწყისი 3 შეხვედრის გამოტოვებაც მოუწევს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113863