ფეხბურთი

20:42 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

საუთგეიტმა შემადგენლობა დაასახელა, რუნი ნაკრებში ბოლო მატჩს ჩაატარებს

ინგლისის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გარეტ საუთგეიტმა აშშ-თან და ხორვატიასთან გასამართი მატჩებისთვის 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. ამერიკასთან ამხანაგური მატჩი უეინ რუნის ფონდს მიეძღვნება და ყოფილი კაპიტანი ნაკრებში თავის ბოლო, 120-ე შეხვედრას ჩაატარებს.

საუთგეიტმა ნაკრებში "ბორნმუთის" შემტევი კალუმ უილსონი პირველად გამოიძახა. აღნიშნული ფეხბურთელი გარეტის ხელმძღვანელობით 21-წლამდელთა გუნდში თამაშობდა. ასევე, ეროვნულ გუნდშია გამოძახებული მაიკლ კინი, ხოლო ტრავმის შემდეგ ინგლისის ნაკრებს ფაბიან დელფი, დელე ალი, ჯესი ლინგარდი და რუბენ ლოფტუს-ჩიკი დაუბრუნდნენ. ასევე, ცნობილია რომ რუნი აშშ-თან სასტარტო შემადგენლობაში არ იქნება.

საუთგეიტის შეგირდები აშშ-თან ამხანაგურ შეხვედრას 15 ნოემბერს გამართავენ, ხოლო სამი დღის შემდეგ უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩს ხორვატიასთან ჩაატარებენ. ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, გარეტის რჩეულთა სია შემდეგნაირად გამოიყურება:

მეკარეები: ჯორდან პიკფორდი ("ევერტონი"), ჯეკ ბატლენდი ("სტოკი"), მარკუს ბეტინელი ("ფულჰემი"), ალექს მაკკარტი ("საუთჰემპტონი");

მცველები: ლუი დანკი ("ბრაიტონი"), მაიკლ კინი ("ევერტონი"), ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი ("ლივერპული"), კირან ტრიპიერი ("ტოტენჰემი"), ჯონ სტოუნსი, კაილ უოლკერი (ორივე "მანჩესტერ სიტი"), ბენ ჩილველი ("ლესტერი"), ლუკ შოუ ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯო გომესი ("ლივერპული");

ნახევარმცველები: ჯორდან ჰენდერსონი ("ლივერპული"), ერიკ დაიერი, დელე ალი (ორივე "ტოტენჰემი"), მარკუს რეშფორდი, ჯესი ლინგარდი (ორივე "მანჩესტერ იუნაიტედი"), ფაბიან დელფი ("მანჩესტერ სიტი"), რუბენ ლოფტუს-ჩიკი ("ჩელსი"), ჰარი უინკსი ("ტოტენჰემი"), როს ბარკლი ("ჩელსი");

თავდამსხმელები: რაჰიმ სტერლინგი ("მანჩესტერ სიტი"), ჰარი კეინი ("ტოტენჰემი"), დანი უელბეკი ("არსენალი"), უეინ რუნი ("დი სი იუნაიტედი"), ჯეიდონ სანჩო ("დორტმუნდი"), კალუმ უილსონი ("ბორნმუთი");

0.222374