ლონდონის „ტოტენჰემს“ მუსა დემბელე გამოაკლდა. ბელგიელი ფეხბურთელისთვის, რომელიც პსვ ეინდჰოვენთან შეხვედრაში დაშავდა მიმდინარე წელს მოედანზე ვეღარ გავა.
როგორც გამოკვლევამ აჩვენა, დემბელეს მარჯვენა ტერფი აქვს დაზიანებული და მკურნალობას მინიმუმ 2 თვე დასჭირდება.
31 წლის ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის ჩათვლით 13 თამაში ჩაატარა და გოლი არ გაუტანია.