მილანის „ინტერის“ ყოფილი თავდამსხმელი ნიკოლა ვენტოლა მაურო იკარდის შესახებ საუბრობს. 40 წლის იტალიელის განცხადებით, იმ პერიოდის „ინტერში“, რომელშიც თვითონ თამაშობდა, არგენტინელი ფორვარდი ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა.
„ინტერში“ ძალიან ახალგაზრდა მივედი და პატარა ბიჭი დიდ კონკურენციაში აღმოვჩნდი. ბაჯო სამორანო, რეკობა, რონალდო და ვიერი - ესენი იყვნენ ჩემი კონკურენტები.
იკარდი? შეუძლია, რომ ბურთთან ყოფნისას მოუმატოს, მაგრამ საჯარიმოში ტოპ კლასია. ეს სამშაბათს დაამტკიცა, როცა ერთადერთი შანსი გამოიყენა. თუმცა, ჩემი პერიოდის „ინტერში“ მისი ადგილი სათადარიგო სკამზე იქნებოდა. რონალდო და ვიერი გვყავდა შეტევაში, სწორედ მათი შემცვლელი იქნებოდა“, - აღნიშნა ვენტოლამ.