ჭადრაკი

17:40 | 8.11.2018 | ნანახია 544 - ჯერ

მსოფლიო ჩემპიონატს ხოტენაშვილიც გამოეთიშა

რუსულ ხანტი-მანსიისკში მიმდინარე მსოფლიოს ინდივიდუალურ ჩემპიონატს ჭადრაკში ბოლო ქართველი მონაწილე – ბელა ხოტენაშვილი (2477) გამოეთიშა.

ტურნირის 1/16-ფინალში ბელა ინდოელ დრონავალი ჰარიკას (2498) გაეჯიბრა და ორივე კლასიკური პარტია ყაიმით დაასრულა. დღეს, ტაი-ბრეიკზე პირველ პარტიაში ასევე ფრე დაფიქსირდა, მეორეში კი, ჰარიკამ შავი ფიგურებით მოიგო და საბოლოოდ, 2.5:1.5 იმარჯვა.
საინტერესოა, რომ პირველ წრეში ინდოელმა მოჭადრაკემ ანალოგიური შედეგით სოფიკო ხუხაშვილს (2316) სძლია. მსოფლიო პირველობას ასევე გამოეთიშნენ ნინო ბაციაშვილი (2465), ლელა ჯავახიშვილი (2477) და ნანა ძაგნიძე (2516).

Loading...

კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
18:39 | 08.11.2018
choloka (779)

წინ კიდევ ბევრი ტურნირებია!წარმატებები ჩვენს ქალბატონებს!

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.069997