ფეხბურთი

13:29 | 8.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

19-წლამდელების სია ცნობილია

საქართველოს 19-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპისთვის დასკვნით შეკრებას იწყებს. 14-20 ნოემბერს გიორგი მიქაძის გუნდი თბილისში ისრაელის, აზერბაიჯანის და ლიხტენშტაინის ნაკრებების წინააღმდეგ იბრძოლებს ელიტ-რაუნდის საგზურის მოსაპოვებლად.

მთავარმა მწვრთნელმა უკვე შეარჩია ის ფეხბურთელები, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე გამოიყენებს:

მეკარეები: დემეტრე ბულისკერია (დინამო თბ), გიორგი მამარდაშვილი (დინამო თბ).

მცველები: ბექა ბუიღლიშვილი (ლოკომოტივი), ლუკა ჯაფარიძე (ლოკომოტივი), გიორგი ჯინჯოლავა (საბურთალო), ფირუზ გაბიტაშვილი (დინამო თბ), ივა გელაშვილი (სპარტა, ჩეხეთი), ლევან ხარაბაძე (დინამო თბ).

ნახევარმცველები: ცოტნე ფაცაცია (მერანი), ზურიკო დავითაშვილი (ლოკომოტივი), ლაშა ნანობაშვილი (შევარდენი), თამაზ ბაბუნაძე (დინამო თბ), ანზორ მექვაბიშვილი (დინამო თბ), ბექა დარცმელია (დინამო თბ), გიორგი ივანიაძე (გაგრა)

თავდამსხმელები: ხვიჩა კვარაცხელია (რუსთავი), რევაზ ინჯგია (ლოკომოტივი), გიორგი გულიაშვილი (საბურთალო), შოთა შეყილაძე (ლოკომოტივი), თემურ გაბუნია (დინამო თბ).

ტურნირის კალენდარი

14.11 საქართველო-ლიხტეინშტეინი

17.11 საქართველო-აზერბაიჯანი

20.11 ისრაელი-საქართველო

www.gff.ge

0.123721