მადრიდის „რეალის“ ფრანგმა შემტევმა, კარიმ ბენზემამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, ჩეხურ „პლზენთან“ (5:0) დუბლი შეასრულა და „სამეფო კლუბში“ თავისი გოლების მონაგარი 200-მდე გაზარდა.
Opta-ს ცნობით, ბენზემა „რეალის“ ისტორიაში მხოლოდ მეშვიდე ფეხბურთელია, ვინც ამ ზღვარს უწია. მანამდე 200 და მეტი გოლი კრიშტიანუ რონალდუს, რაულს, ალფრედო დი სტეფანოს, კარლოს სანტილიანას, ფერენც პუშკაშსა და უგო სანჩესს გაეტანათ.
ბენზემა „რეალში“ 2009 წელს გადავიდა „ლიონიდან“ და ამ წლების განმავლობაში 16 ტიტული მოიპოვა. მათ შორის, ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში.