„მანჩესტერ სიტის“ შემტევმა, რაჰიმ სტერლინგმა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურში, „შახტართან“ გამარჯვების შემდეგ (6:0), დონეცკურ კლუბს ბოდიში მოუხადა.
საქმე ის არის, რომ 1:0-ზე, სტერლინგი მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, გაზონს ფეხი წამოკრა, მსაჯმა კი პენალტი დანიშნა, რომელიც ზუსტად დაარტყა გაბრიელ ჟეზუსმა.
„ბურთით მივრბოდი, არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ წავიქეცი. არ მგონია კონტაქტი რომ ყოფილიყო, ჩემით დავეცი. გაზონს ფეხი წამოვკარი და ბალახზე გავსრიალდი.
ასე რომ, „შახტარს“ ბოდიშს ვუხდი.“ - უთხრა სტერლინგმა Goal-ს.
მეორე ტაიმის დასაწყისში სტერლინგმა „შახტარს“ გოლიც გაუტანა.