„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა, ხოსეპ გვარდიოლამ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის „შახტართან“ მე-4 ტურის მატჩის შემდეგ (6:0), ჟურნალისეტბს უთხრა, რომ კმაყოფილია თავისი გუნდით. თუმცა, ფეხბურთელებმა არ უნდა იფიქრონ, რომ გამარჯვებები იოლად მოდის.
„ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი გუნდის გარჯით. კიდევ ერთი საუცხოო მატჩი ჩავატარეთ. ჩინებულად ვთამაშობდით დაცვაშიც და შეტევაშიც. ახლა, მთვარია, ფეხბურთელებმა არ იფიქრონ, რომ გამარჯვებები იოლად მოდის - ეს მცდარი აზრია.
საწყენია, რომ ამ ტურში პლეი ოფის საგზური ვერ გავიფორმეთ, თუმცა მიზანთნ ძალიან ახლოს ვართ.“ - ციტირებს გვარდიოლას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.
„სიტი“ 9 ქულით F ჯგუფის ლიდერია. ექვსქულიანი „ლიონი“ მეორე საფეხურზე დგას, მესამე „ჰოფენჰაიმია“ (3), მეოთხე - „შახტარი“ (2).