„მანჩესტერ იუნაიტედის“ თავკაც ჟოზე მოურინიოსგან სკანდალური ქმედებები არც ახალია და არც გასაკვირი. ტურინში გამარჯვების შემდეგ ჟოზემ ადგილობრივი პუბლიკის პროვოცირება სცადა და აღნიშნული ქმედება თამაშის შემდეგ განმარტა.
„ისინი 90 წუთის განმავლობაში შეურაცხყოფას მაყენებდნენ. აქ ჩემი სამუშაოს შესასრულებლად ჩამოვედი. არავის განაწყენება არ მუსრდა, ეს იყო უბრალოდ ჟესტი, რომ მინდა მეტი გავიგო. ტიფოზები ჩემს ოჯახსაც შეურაცხყოფდნენ. თუმცა, შევცდი, ასეთი რეაგირება სწორი არ იყო.
ეს გახლდათ საუკეთესო თამაში, უკეთესი არ შეიძლებოდა. ჩვენ ვეთამაშეთ ისეთ გუნდს, რომელიც ჩვენი დონისგან განსხვავებულია“, - აღნიშნა ნამატჩევს მოურინიომ.
შეგახსენებთ, „მანჩესტერმა“ „იუვენტუსი“ 2:1 დაამარცხა და 7 ქულა დააგროვა. „წითელი ეშმაკები“ ჯგუფში მეორე ადგილზე იმყოფებიან.