სხვა

20:20 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ტოჩინოშინმა მიტაკეუმი ამჯერადაც დაჯაბნა

ქართველი სუმოისტი ლევან გორგაძე იგივე ტოჩინოშინი მოახლოებული კიუშიუ ბაშოსთვის მზადებას განაგრძობს.

ტოჩინოშინი, რომელიც ნოემბრის სუპერტურნირს დასავლეთის მე-2 ოძეკის რანგში ხვდება, დევანოუმის სკოლაში აღმოსავლეთის სეკივაკე მიტაკეუმის გაეჯიბრა და 9-დან 7 ორთაბრძოლა მოუგო.
შეგახსენებთ, რომ ქართველი გოლიათი მიტაკეუმის რამდენიმე დღის წინაც დაუპირისპირდა და 17-დან 12 შერკინებაში დაჯაბნა.
როგორც უკვე ვიუწყებოდით, კიუშიუ ბაშო ფუკუოკას საერთაშორისო ცენტრში 11-25 ნოემბერს ჩატარდება, ტოჩინოშინი კი შეჯიბრის ერთ-ერთ ფავორიტად უნდა მოვიაზროთ.

0.12321