ჭადრაკი

19:43 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველთა წარმატება ელვისებურ ჭადრაკში

ქართულმა გუნდმა Tbilisi Gentleman (ბაადურ ჯობავა, ლევან ფანცულაია, ლუკა პაიჭაძე, ნიკა ვოლკოვი) prochess ლიგის ვირტუალურ გათამაშებაზე ელვისებურ ჭადრაკში პირველი ეტაპი წარმატებით დასძლია.

გუნდის ლიდერმა ბაადურ ჯობავამ 13-დან 6 ქულა დააგროვა, ლევან ფანცულაიამ და ნიკა ვოლკოვმა - 8,5 ქულა, ხოლო ლუკა პაიჭაძემ 10 ქულით ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი დააფიქსირა.

ფინალური მატჩების სერია იანვარში დაიწყება, ქართული გუნდის მეტოქე კი უძლიერესი ინდური კლუბი იქნება მსოფლიოს ექსჩემპიონ - ვიშვანათან ანანდის მეთაურობით.

0.114351