2018 წლის 22 დეკემბერს 13:00 საათზე თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის სასახლეში გაიმართება საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საარჩევნო ყრილობა.
დღის წესრიგი:
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტის ანგარიში
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტისა და ხელმძღვანელი ორგანოების არჩევნები
წესდებაში ცვლილებები
სხვადასხვა
საპრეზიდენტო კანდიდატებმა ა.წ. 12 ნოემბრამდე უნდა წარმოადგინონ განცხადება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, საპრეზიდენტო გუნდის (პირველი ვიცე-პრეზიდენტი, ორი ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური მდივანი) მითითებით და წერილობითი თანხმობით.