ჩოგბურთი

17:03 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი: “მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დავბრუნდები”

ქართველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ფეისბუქის გვერდზე განცხადება გაავრცელა, სადაც 2018 წლის სეზონი შეაჯამა და გულშემატკივარს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

“ძალიან ბედნიერი ვარ ჩემი ნაჩვენები შედეგით სეზონის მეორე ნახევარში. წელი მსოფლიო რეიტინგში 21-ე პოზიციაზე დავასრულე, რაც ჩემი კარიერის საუკეთესო მაჩვენებელია. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს სამწვრთნელო შტაბს და ყველა იმ ადამიანს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს მიჭერდნენ. მომავალ სეზონში უფრო ძლიერი დავბრუნდები. დიდი მადლობა”.
შეგახსენებთ, რომ 26 წლის ბასილაშვილისთვის მიმდინარე წელი მართლაც რომ ისტორიული გამოდგა. ნიკოლოზმა 500-ანი კატეგორიის 2 ტურნირი (ჰამბურგსა და პეკინში) მოიგო და კარიერის საუკეთესო მაჩვენებელს უწია.

0.124136