ჩოგბურთი

16:40 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბოლქვაძე მეოთხედფინალშია

ქართველმა ჩოგბურთელმა მარიამ ბოლქვაძემ ბელარუსის დედაქალაქ მინსკში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირის (საპრიზო ფონდი 25 ათასი დოლარი) მეოთხედფინალში გააღწია.

ბოლვაძემ პირველ წრეში ფრანგ ტესა ანდრიანჯაფიტრიმოს 6:2, 5:7, 6:4 სძლია, მერვედფინალში კი კვალიფიკაციის ერთ-ერთი გამარჯვებული – ბელარუსი ირინა შიმანოვიჩი 6:4, 6:4 დაამარცხა.
“პავლოვის თასის” მეოთხედფინალში მარიამის მეტოქე რუსი პოლინა მონოვა იქნება, რომელმაც გზიდან მე-2 ნომად განთესილი სერბი ნინა სტოიანოვიჩი ჩამოიცილა.

0.116854