ფეხბურთი

16:15 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალ-ხელაიფი: "პსჟ-მ მსაჯის შეცდომების გამო ვერ მოიგო"

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ პრეზიდენტი ნასერ ალ-ხელაიფი მიიჩნევს, რომ მისმა გუნდმა „ნაპოლისთან“ (1:1) ქულები მსაჯის შეცდომების გამო დაკარგა.

„ჩვენ აქ გამარჯვებისთვის ჩამოვედით, მაგრამ არ გაგვიმართლა და ამის გაკეთება ვერ შევძელით. მსაჯის ორი შეცდომის გამო - „ნაპოლის“ პენალტის დროს თამაშგარე მდგომარეობა იყო და ერთი პენალტი ჩვენს სასარგებლოდ არ დანიშნა. ნათელია, რომ VAR-ი ჩემპიონთა ლიგაზე საჭიროა.

თუმცა ჩვენ ვრჩებით ბრძოლაში, ბოლო ორი თამაში უნდა მოვიგოთ და ჯგუფიდან გავალთ. ახლა „ლივერპულთან“ თამაშზე უნდა ვიფიქროთ და შესანიშნავი თამაში ჩავატაროთ. ტუხელით ძალიან კმაყოფილი ვარ, მან დიდი სამუშაო შეასრულა. კარგი თამაში ჩავატარეთ ნეაპოლშიც, თუმცა მსაჯის შეცდომების გამო ვერ მოვიგეთ. ახლა მნიშვნელობა მხოლოდ ბოლო ორ შეხვედრაში გამარჯვებას აქვს“, - განაცხადა ალ-ხელაიფიმ.

4 ტურის შემდეგ პსჟ-ს 5 ქულა აქვს და ჯგუფში მესამე ადგილზე იმყოფება, თუმცა ლიდერებს („ნაპოლისა“ და „ლივერპულს“) მხოლოდ ერთი ქულით ჩამორჩება.

0.118181