ფეხბურთი

21:35 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლორენცო ინსინიეს რეკორდი

იტალიური“ნაპოლის“ თავდამსხმელი ლორენცო ინსინიე გახდა ისტორიაში პირველი იტალიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 5 შეხვედრაში მოახერხა გოლის გატანა.

ლორენცომ აღნიშნულ შედეგს პსჟ-სთან გატანილი გოლის შემდეგ უწია. ინსინიემ გასულ სეზონში „ფეიენოორდს“, „შახტარსა“ და „მანესტერ სიტის“ გაუტანა „სან პაოლოზე“, ხოლო მიმდინარე სეზონში „ლივერპული“ და პსჟ დაამწუხრა.

აქვე გეტყვით, რომ „ნაპოლის“ 4 ტურის შემდეგ 6 ქულა აქვს და C ჯგუფში პირველ ადგილზე იმყოფება.

0.118336