„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიუმ ჟურნალისტებს გაანდო, რას ფიქრობს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის, „იუვენტუსთან“ მატჩზე, რომელიც დღეს, 7 ნოემბერს გაიმართება ტურინში.
„ეს დიდი მატჩი იქნება. იმდენად დიდი, რომ სხვა ვერაფერზე ვფიქრობთ. ყველაზე დიდ გამოცდილებას ასეთ ტოპ-კლუბებთან შეხვედრის დროს იღებ. ცხადია, გამარჯვებას შევეცდებით, თუმცა შემდეგ კიდევ ორი მატჩი გვრჩება „იანგ ბოიზთან“ და „ვალენსიასთან.“
„იუვენტუსი“ წლევანდელი ჩემპიონთა ლიგის ფავორიტია. მათ მწვრთნელ ალეგრისთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩვენ მეგობრები ვართ. და საერთოდ, ცუდი მოგონებები საერთოდ არ მაქვს იტალიაში მუშაობის პერიოდიდან.“ - ციტირებს პორტუგალიელის სიტყვებს Football Italia.