კალათბურთი

14:16 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაკფადენის მე-5 მოგება ჩემპიონთა ლიგაში

ესპანურმა “იბეროსტარ ტენერიფემ”, რომლის ღირსებასაც საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების ნატურალიზებული ამერიკელი კალათბურთელი თად მაკფადენი იცავს, ჩემპონთა ლიგაში მიჯრით მე-5 გამარჯვება იზეიმა და B ჯგუფის ერთპიროვნულ ლიდერად რჩება.

ტენერიფელები ისრაელის წარმომადგენელ “უნეტ ჰოლონს” დაუხვდნენ და დიდი ანგარიშით – 84:52 სძლიეს, მაკფადენი კი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში გამოჩნდა და 21:16 წუთში 8 ქულა, 1 მოხსნა დ 2 პასი მიითვალა.
თადმა 2-დან 1 ორქულიანი და 8-დან 2 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა, მისი მოედანზე ყოფნის პერიოდში კი, მასპინძლებმა სტუმრებზე 32 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ.
“იბეროსტარ ტენერიფე” მომდევნო მატჩს 14 ნოემბერს ჩაატარებს, როდესაც ჩეხეთში ჯგუფში ბოლო ადგილზე მყოფ “ოპავას” გაეჯიბრება.

0.144364