ფეხბურთი

13:51 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობენი „ბაიერნს“ „აეკთან“ ვერ დაეხმარება

ჩემპიონთა ლიგაზე „ბაიერნი“ - „აეკის“ მატჩში გერმანელებს გუნდის ერთ-ერთი ლიდერი არიენ რობენი ვერ დაეხმარება, აღნიშნულ ინფორმაციას „ბაიერნის“ ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. რობენის არ თამაშის ზუსტი მიზეზი უცნობია. გერმანელებს ასევე შეიძლება ხამეს როდრიგესი ვერ დაეხმაროს, რომელსაც ფეხის კუნთის ტრავმა აწუხებს. მატჩამდე რამდენიმე საათით ადრე გაირკვევა ითამაშებს თუ არა როდრიგესი.

„ბაიერნი“ - „აეკის“ შეხვედრა დღეს 00:00 საათზე გაიმართება.

0.11482