36 წლის ცენტრმა ტაისონ ჩენდლერმა „ლეიკერსთან“ კონტრაქტი გააფორმა, აღნიშნულ ინფორმაციას კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს. ხელშეკრულების დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
ჩენდლერი ნბა-ს ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კალათბურთელია, რომელიც ლიგაში თავის მე-18 სეზონს დაიწყებს. ტაისონი 2011 წელს „დალას მავერიკსთან“ ერთად ჩემპიონი გახდა. ჩენდლერი კარიერაში საშუალოდ ერთ შეხვედრაში 8.6 ქულას, 9.4 მოხსნას და 1.2 ბლოკ-შოტს აგროვებდა.







