ფეხბურთი

10:51 | 7.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

„ლოკომოტივმა“ ჩემპიონთა ლიგის ანტირეკორდი გაიმეორა

წუხელ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-4 ტურის მატჩში, მოსკოვის „ლოკომოტივმა“ სტუმრად „პორტუსთან“ 1:4 წააგო და ჯგუფიდან გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა. ეს მოსკოველების ზედიზედ მეოთხე მარცხი გახლდათ ტურნირზე.

„ლოკომოტივი“ ისტორიაში მეორე გუნდი გახდა პირველი კალათიდან, რომელმაც მეოთხე ტურის შემდეგ ჯგუფიდან გასვლის შანსი დაკარგა. პირველი ასეთი კლუბი ინგლისური „ბლექბერნი“ გახლდათ, 1995/96 წლების სეზონში.

„ლოკომოტივი“ უქულოდაა და ბოლო, მე-4 ადგილზეა D ჯგუფში. ლიდერი კი „პორტუა“ 10 ქულით. მას „შალკე“ მიჰყვება (8), მესამეზე კი 4 ქულიანი „გალათასარაია.“

საქართველოს ნაკრების მცველს, საბა კვირკველიას, „პორტუსთან“ მატჩში არ უთამაშია.

0.140089