იტალიური „მილანი“ დაცვის გაძლიერებას აპირებს. მას შემდეგ, რაც „როსონერის“ მატია კალდარა ტრავმის გამო დიდი ხნით გამოაკლდა, ცენტრალური მცველი ყიდვა დღის წესრიგში დადგა.
ESPN-ის ცნობით, იტალიელთა ინტერესის სფეროში „მანჩესტერ იუნაიტედის“ მცველი ერიკ ბაი მოხვდა. კოტ დივუარელი ფეხბურთელი ბოლო დროს „წითელი ეშმაკების“ ძირითად შემადგენლობაში ვეღარ ხვდება. ამასთან, კონტრაქტი გახანგრძლივების შესახებ კლუბის მხრიდან საუბარი არ დაწყებულა, რომელიც დამდეგი სეზონის ბოლოს იწურება.
24 წლის ბაის სატრანსფერო ღირებულება 30 მილიონ ევროს აღწევს და „მილანი“ მზადაა ეს თანხა იანვარში გადაიხადოს.
შეგახსენებთ, რომ ერიკ ბაი „მანჩესტერს“ 2016 წლის ზაფხულში „ვილიარეალიდან“ შეუერთდა და მას შემდეგ 63 მატჩში 1 გოლის გატანა მოახერხა.