მიონხენგლადბახის „ბორუსიას“ ფეხბურთელი ტორგან აზარი თავისი ძმის, ედენის შესახებ საუბრობს. ბელგიელის განცხადებით, მისი ძმისთვის ამ ეტაპზე „ჩელსიში“ თამაში უმჯობესია, ვიდრე მადრიდის „რეალში“ გადასვლა.
„ედენმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო და „ჩელსიში“ დარჩა. ხელმძღვანელობას მისი გაყიდვა არ სურდა და მიმდინარე სეზონიც სარისთან ერთად კარგად დაიწყო.
„რეალს“ ახლა რთუ პერიოდი აქვს, მწვრთნელი მოხსნეს, გუნდი ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომაც, ედენმა ცრუ ნაბიჯები არ უნდა გადადგას. დაველოდოთ, ვნახოთ რა მოხდება სეზონის ბოლოს. ვიცი, რომ ახლა ამ საკითხზე არ ფიქრობს.
„ჩელსისთვის“ ყველაფერს გააკეთებს. თუ გუნდის შეცვლას გადაწყვეტს, ამას სწორ მომენტში გააკეთებს და გუნდს პრობლემებს არ შეუქმნის“, - განაცხადა ტორგანმა.