ეროვნული ლიგა 2-ის 31-ე ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში სიტუაცია უცვლელი დარჩა. „დინამო ბათუმმა“ მორიგი გამარჯვება მოიპოვა და ეროვნულ ლიგას კიდევ უფრო მიუახლოვდა. აჭარლებმა თბილისში „შევარდენს“ აჯობეს ალექსანდრე კვახაძის გვიანი ავტოგოლით. ამავე ტურში მოიგო „ვიტ ჯორჯიამ“ და შედეგად, ლიდერთა შორის ისევ 9-ქულიანი სხვაობა შენარჩუნდა. წინ კი 5 ტურია დარჩენილი.
დღესვე, ორი მეტად საინტერესო მატჩი შედგა, ოთხ აუტსაიდერს შორის. მარტვილის „მერანმა“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა სტუმრად „შუქურასთან“ და მეშვიდე ადგილამდე აღზევდა. თუმცა, ცხრილში მაინც სიმჭოდროვეა და ბოლო პოზიციასთან განსხვავება ოდენ 3 ქულაა.
ასევე უშუალო კონკურენტთა ჯახში „სამგურალმა“ გაგა ჩხეტიანის გვიანი გოლით სძლია „ცხინვალს“ – 1:0. ამ დროისთვის სწორედ ეს გუნდია ბოლო ადგილზე 29 ქულით.
„შუქურა“ – „მერანი“ 1:2 (0:0)
გოლები: 1:0 ჩელებაძე (56, პენ), 1:1 გეგია (67), 1:2 ციცხვაია (73)
„სამგურალი“ – „ცხინვალი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჩხეტიანი (89)
„შევარდენი“ – „დინამო ბათუმი“ 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 კვახაძე (80, ა.გ)
„ნორჩი დინამო“ – „გაგრა“ 0:0 (0:0)
„ვიტ ჯორჯია“ – „თელავი“ 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ღუდუშაური (60)