მადრიდის „რეალის“ ხორვატი ნახევარმცველი, ლუკა მოდრიჩი, შესაძლოა, უხლოეს ხანში ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდეს.
Don Balon-ის ინფორმაციით, „ბებერი ქალბატონის“ ხელმძღვანელობა სერიოზულად ყოფილა დაინტერესებული ხორვატის შეძენით. მათ მიაჩნიათ, რომ მოდრიჩს შეუძლია მნიშვნელოვნად გააძლიეროს ტურინელთა შუა ხაზი.
ცოტა ხნის წინათ, ესპანური მედია კიდევ ერთი რეალელის, ბრაზილიელი მარსელოს „იუვეში“ შესაძლო გადასვლაზეც წერდა.
მიმდინარე სეზონში 33 წლის მოდრიჩმა „რეალის“ მაისურით 15 მატჩი გამართა და ორი საგოლე გადაცემით გამოირჩა.