ფეხბურთი

11:54 | 6.11.2018 | ნანახია 745 - ჯერ

კონტე „ჩელსისგან“ 23 მილიონ ევროს ითხოვს

„ჩელსის“ ყოფილი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე, ლონდონური კლუბისგან, კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო, 23 მილიონ ევროს ითხოვს, წერს La Gazzetta Dello Sport-ი. აქედან 13 მილიონს გათავისუფლების და 10 რეპუტაციის შელახვისათვის.

„ჩელსიში“ არ ეთანხმებიან კონტეს მოთხოვნებს. პირიქით, კლუბის იურუდიული სამსახური მას უყენებს პრეტენზიებს იმაში, რომ საკუთარ მოვალეობას მთლად კარგად არ ასრულებდა და სპონსორებთან მოლაპარაკების პირობებს არღვევდა. კერძოდ, კლუბის ბაზასთან მანქანას იმ ადგილზე არ აჩერებდა სადაც სთხოვდნენ. ასევე, ხშირად აგვიანებდა პრესკონფერენციებზე.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:57 | 06.11.2018
N O D (885)

მოინდომა რა! კლუბიდან საშინელი თამაშის გამო გაუშვეს და მაგი სახელს არ უტეხს, მაგის მიუხედავად კიდე იქეთ რო ჩივის?!

16:13 | 06.11.2018
temo11 (1791)

ჩემპიონი ხომ არ გახადა გუნდი? კონტე ძალიან მაგარი მწვრთნელია, ვნახავთ სეზონის ბოლოს ჩელსი სად იქნება

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.131087