ფეხბურთი

10:50 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლოვჩევი: „საწყენია, რომ ქომაგებმა „სპარტაკს“ ზურგი აქციეს“
ანანიძე და ჭანტურია ისევ თადარიგში

მოსკოვის „სპარტაკს“ ცუდი დროება დაუდგა. ცოტა ხნის წინათ, იტალიელი მწვრთნელი, მასიმო კარერა დაითხოვეს, რომელმაც გუნდი 2016/17 წლების სეზონში გუნდი ქვეყნის ჩემპიონი გახადა, მაგრამ საქმეს მაინც არ ეშველა.

რუსეთის პრემიერლიგის ბოლო ტურშიც „სახალხო გუნდმა“ შინ „ურალთან“ 1:2 წააგო. ამასთან დაკავშირებით, ყოფილმა სპარტაკელმა, ევგენი ლოვჩევმა, რომელიც შუა ხნის ქართველ გულშემატკივარსაც კარგად უნდა ახსოვდეს, საკუთარი აზრი გამოთქვა.

„რიანჩო, ცხადია, „სპარტაკის“ დონის მწვრთნელი არ არის. მაგრამ მთავარი ის არის, რომ დღევანდელ „სპარტაკში“ ყველაფერი ერთი ადგილიდან კეთდება.

ცუდი შედეგების გამო კარერა დაითხოვეს და ეს ნორმალურია, მაგარამ შემდეგ რა იქნბა? ნორმალური შემცვლელი ხომ უნდა მოეძაბნათ.

„სპარტაკს“ ჰყავს ადრიანო, ეშჩენკო, ჯიქია, გლუშაკოვი, ამ ხალხს გამარჯვებების მოტანა შეუძლია, მაგრამ დღეს გუნდში ყველა რგოლი მოშლილია.

ისიც საწყენია, რომ ქომაგებმა ზურგი აქციეს გუნდს. სტადიონზე აღარ მოდიან ან განუწყვეტლივ უსტვენენ. მაგალითდ, 1977 წელს, „სპარტაკი“ უმაღლესი ლიგიდან გავარდა, მაგრამ ტრიბუნები ყოველთვის სავსე იყო ხოლმე, ხალხს ჩვენი სჯეროდა. ახლა კი...“ - დაწერა თავის „ფეისბუქის გვერდზე ლოვჩევმა.

13 ტურის შემდეგ, რუსულ პრემიერლიგაში, „სპარტაკი“ 19 ქულით მეექვსე ადგილზეა.

ჯანო ანანიძე არც ამჯერად გამოჩენილა სპარტაკელთა ძირითადში. თადარიგში იყო „ურალის“ გიორგი ჭანტურიაც.

0.11349