„იუვენტუსის“ ბოსნიელ ნახევარმცველს, მირალემ პიანიჩს, სჯერა, რომ ტურინულ კლუბს მიმდინარე სეზონში, ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვება ძალუძს.
„იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია. უძლიერესი, კონკურენტუნარიანი და გამოცდილი შემადგენლობა გვყავს, რომელსაც უმაღლესი მიზნებისთვის ბრძოლა შეუძლია. მჯერა ამ გუნდის. ჩვენ ლიგის მოგება ძალგვიძს.“ - უთხრა პიანიჩმა Sky Sports-ს.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის, მე-4 ტურის მატჩში, „იუვენტუსი“ ოთხშაბათს „მანჩესტერ იუნაიტედს“ უმასპინძლებს.