ფეხბურთი

0:42 | 6.11.2018 | ნანახია 0 - ჯერ

კარვახალი: "ლოპეტეგი საუკეთესო მწვრთნელია ვისთანაც აქამდე მიმუშავია"

მადრიდის „რეალის“ მცველი დანი კარვახალი მიიჩნევს, რომ მის კარიერაში საუკეთესო მწვრთნელი ხულენ ლოპეტეგია.

მასთან ერთად კარვახალს ესპანეთის ნაკრებში და „რეალში“ უმუშავია, საიდანაც ცოტა ხნის წინ წარუმატებელი შედეგების გამო დაითხოვეს.

„ჩემთვის ლოპეტეგი საუკეთესო მწვრთნელია, რომელიც მყოლია. სამწუხაროა, რომ ჩვენთან საკმარისი იღბალი არ ჰქონდა მუშაობის გასაგრძელებლად. მისი საფეხბურთო ხედვა, არის გუნდური მენეჯმენტი, ფეხბურთელებთან ყოფნა, რასაც მეც ვიზიარებ. ამას ვამბობდი მანამდეც, სანამ „რეალში“ მოვიდოდა და მომავალშიც ვიტყვი. და კიდევ გავიმეორებ: მასზე უკეთესი მწვრთნელი არ მყოლია“, - აღნიშნა კარვახალმა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:20 | 16.01.2022
fidofido (3392)

რახდება გოგას თავს ტიპს არ ათამაშებენ და 3 მილიონს უხდიან რა გამოდის ბითო წველის ინდიანას როგორც ჯანომ სპარტაკი მოწველა უთამაშებლობით? უშანსოდ აგებს თუ იგებს შანს არ აძლევენ თუ არ ათამაშე როგორ უნდა განვითარდეს. ვერაფერი გავიგე ამ ინდიანას ვერც მწვრთნელის ვერც გუნდის რა უნდათ. პლეოფში მოხვედრის შანსი ამ სეზონში გუნდს რეალურად არ აქვს თეორიულად კი ბატონო როგორც ჩვენს ნაკრებს შესარჩევის დაწყებამდე აქვს ხოლმე

0.063716