ფეხბურთი

0:10 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მესი და ვალვერდე ექიმებს ელოდებიან

ითამაშებს თუ არა ლიონელ მესი „ინტერის“ წინააღმდეგ, ჯერაც უცნობია. როგორც „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ განაცხადა, ექიმების პასუხს ელოდება.

„ჯერ კიდევ ველოდებით ექიმების პასუხს და არ ვართ დარწმუნებული, რომ ხვალ საღამოს ითამაშებს. ვარჯიშზე იყო დადებითი სიგნალები, მაგრამ ცხადია არ გვსურს, რომ რისკზე წავიდეთ. ლეოსთან ჯერ არმისაუბრია, ვიმეორებ, ჩვენი მიზანია, რომ არ გავრისკოთ.

დარწმუნებული ვარ „ინტერი“ განსხვავებული მეტოქე იქნება, ვიდრე „კამპ ნოუზე“ იყო. უფრო აგრესიული. გვინდა, რომ ყველა ფასად გავიმარჯვოთ, რადგან მერვედფინალის საგზური ჯერ კიდევ არ მოგვიპოვებია“, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ ქვეჯგუფს 9 ქულით ლიდერობს, ხოლო „ინტერს“ 6 ქულა აქვს. ამ გუნდთა მატჩი 6 ნოემბერს, მილანში გაიმართება.

0.113038