ფეხბურთი

22:35 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მჭედლიძის "ემპოლი" უმწვრთნელოდ დარჩა

იტალიის სერია A-ს ბინადარი „ემპოლი“ მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა. როგორც ტოსკანური გუნდის ვებგვერდი იტყობინება, აურელიო ანდრეაცოლიმ პოსტის დაატოვებინეს და მასთან ერთად უმუშევარნი დარჩნენ მისი ასისტენტები - ჯაკომო ლაცინი და ანდრეა ალიბონი.

ჯერჯერობით უცნობია ვინ იქნება ლევან მჭედლიძის გუნდის ახალი თავკაცი, მაგრამ იტალიური მედიის ცნობით, გამოკვეთილი ფავორიტი ბეპე იაკინია.

„ემპოლის“ 11 ტურის შემდეგ მხოლოდ 6 ქულა აქვს მოპოვებული და გავარდნის რეალური კანდიდატია.

0.136882