ფეხბურთი

21:19 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

კოვაჩს გამოცდილმა ფეხბურთელებმა ზურგი აქციეს

მიუნხენის „ბაიერნის“ გამოცდილი ფეხბურთელები მთავარ მწვრთნელ ნიკო კოვაჩს უპირისპირდებიან. როგორც გამოცემა Kicker-ი იტყობინება, „ფრაიბურგთან“ (1:1) ფრის შემდეგ ტომას მიულერმა, მატს ჰუმელსმა, ფრანკ რიბერიმ და არიენ რობენმა კოვაჩის მეთოდებისადმი უკმაყოფილება საჯაროდ გამოთქვეს.

გამოცემის ცნობით, ფეხბურთელები კოვაჩის იდეებს სერიოზულად არ უდგებიან და გამოცდილების ნაკლებობას უწუნებენ.

შეგახსენებთ, რომ „ბაიერნს“ ბუნდესლიგაში 10 ტურის შემდეგ 20 ქულა აქვს და მესამე ადგილზეა. ლიდერ „დორტმუნდს“ 4 ქულით ჩამორჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111802